თბილისში, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ახალი ლითონის ხიდები მოეწყობა.
ხიდები ოთხ ლოკაციაზე: კახეთის გზატკეცილზე (პეპელასთან) და აღმაშენებლის ხეივანზე „თეგეტა მოტორსისა“ და „ტოიოტას“ ცენტრის მიმდებარედ მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, ხიდებზე ასასვლელად ლიფტიც იქნება დამონტაჟებული.
პირველ ეტაპზე ხიდების დემონტაჟი 20 ადგილზე მოხდება
თბილისში საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო (ფოტო)
პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 16 ივნისს დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 866 812 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, წერილობითი დავალების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები პარალელურად 3 ლოკაციაზე აწარმოოს.
მიმდინარე წლის იანვარში თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მასშტაბით ხიდების დემონტაჟი დააანონსა. მერიამ კონკრეტულ ლოკაციებზე არსებული ხიდების დემონტაჟი უკვე განახორციელა, მის ნაცვლად კი ქვეითების შუქნიშნები დამონტაჟდა.