LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო (ფოტო)

261
57442624_2679733928709857_6383106543352545280_o

დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა. საუბარია 20 ხიდის დემონტაჟზე.

თბილისის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო. ამ მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები კიდევ 19 ლოკაციაზე მოეწყობა. კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე არსებულ ხუთ შუქნიშანს რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარა და ქვეითთა სექციები დაამატა. მითითებულ ადგილებში უახლოეს პერიოდში გადასასვლელები დაიხაზება, რის შემდეგაც, ქვეითთა შუქნიშნებიც ამოქმედდება. დანარჩენ მისამართებზე კი სამუშაოები წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები