LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულის ჰორმონი“ შესაძლოა დაზიანებული გულის აღდგენაში დაგვეხმაროს – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

126
„სიყვარულის ჰორმონი“ შესაძლოა დაზიანებული გულის აღდგენაში დაგვეხმაროს - მეცნიერების ახალი აღმოჩენა

„მიჩიგანის უნივერსიტეტის” მკვლევართა ახალი კვლევის მიხედვით, ოქსიტოცინი, ფართოდ ცნობილი როგორც „სიყვარულის ჰორმონი“  შესაძლოა გულის ქსოვილის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლს თამაშობდეს. ექსპერიმენტებმა, რომლებიც ჩატარდა როგორც ზებრა თევზებზე, ისე ადამიანის გულის უჯრედების კულტურებზე, აჩვენა, რომ ოქსიტოცინი ააქტიურებს ე.წ. ეპიკარდიუმიდან მიღებული წინამორბედი უჯრედებს, რომლებსაც შეუძლიათ გარდაიქმნან კარდიომიოციტებად, ანუ გულის კუნთის იმ უჯრედებად, რომლებიც გულისცემას უზრუნველყოფენ.

ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნაჩვენებია, რომ ისინი ხელს უწყობენ გულის დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას. კვლევა მიუთითებს, რომ ზებრა თევზებში გულის ტრავმის შემდეგ ოქსიტოცინის გამომუშავება მკვეთრად იზრდება, რაც ეპიკარდიუმიდან მიღებული წინამორბედი უჯრედების გააქტიურებას და დაკარგული ქსოვილის აღდგენას უწყობს ხელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოქსიტოცინმა მსგავსი ეფექტი გამოავლინა ადამიანის გულის უჯრედებზეც და ლაბორატორიაში სხვა ტესტირებულ მოლეკულებს აღდგენით უნარებში აჯობა.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ოქსიტოცინის სამედიცინო გამოყენება გულის აღსადგენად შედარებით სწრაფად გახდება შესაძლებელი, რადგან ეს ჰორმონი უკვე ფართოდ გამოიყენება სხვა კლინიკური მიზნებისთვის. შემდეგ ეტაპს წარმოადგენს მისი მოქმედების შესწავლა გულის შეტევის გადატანის შემდეგ ადამიანებში, ასევე, უფრო ხანგრძლივად მოქმედი ფორმების შექმნა კლინიკური გამოყენებისთვის. ახალი აღმოჩენა მომავალში შესაძლოა საფუძველი გახდეს ინოვაციური მკურნალობებისათვის, რომლებიც გულის შეტევის შემდეგ დაზიანებული გულის ქსოვილის რეგენერაციას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g