LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიყვარულით სავსე ქალაქი” – როგორ გამოიყურება თბილისი საახალწლოდ

foni

თბილისში საახალწლო სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდა. ნაძვის ხის აწყობა რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

ტრადიციულად, თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იდგმებოდა ხოლმე, თუმცა ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციის – გაშლილი კარვების გამო, წელს ეს ტრადიცია დაირღვა. თბილისის მერია დათმობაზე წავიდა და საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე მოირთო.

წლევანდელი საახალწლო ილუმინაციები, გასულ წლებთან შედარებით, განსხვავებულია. თბილისელები 2019 წელს ახალ ანგელოზებთან, საახალწლო სუვენირებთან და განახლებულ განათებებთან ერთად შეხვდებიან. მორთულია თბილისის გარეუბნებიც. თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ წელს სიახლეს ვერ ამჩნევენ.

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული თბილისის, სიუჟეტში ნახავთ.

 

თათია კაკიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g