LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულს ბევრი მეხოტბე ჰყავდა, ჰყავს და, სანამ ეს სამყარო არსებობს, ეყოლება კიდეც“ – რას წერს გია მურღულია სიყვარულზე

111
Screenshot 2026-02-15 161519

გია მურღულია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც სიყვარულის თემას ეძღვნება და ქართული და მსოფლიო ლიტერატურის მაგალითებით ამ გრძნობის არსს განიხილავს.

„სიყვარულს ბევრი მეხოტბე ჰყავდა, ჰყავს და, სანამ ეს სამყარო არსებობს, ეყოლება კიდეც.

მასზე მნიშვნელოვანი საფიქრალი თემა კაცობრიობას არ აქვს.

გახსოვთ იოანეს სახარების სიტყვები – ღმერთი სიყვარულიაო?

გახსოვთ პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ, რომ სიყვარული “არა ეძიებს თავისასა” და ის არასდროს დაეცემა?

გახსოვთ რუსთველისეული “სიყვარული აღგვამაღლებს”?

გახსოვთ დავით გურამიშვილის “ზუბოვკა”?

გახსოვთ ჩინელთა, იაპონელთა, ირანელთა მცირე ფორმის უზადო სასიყვარულო ლექსები?

გახსოვთ ხალხური პოეზიის მარგალიტები ან გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, მურმან ლებანიძის, ოთარ ჭილაძის სატრფიალო პოეზია?

ისიც ხომ გახსოვთ, ამ სამყაროს სიყვარული რომ ატრიალებს?

და მხოლოდ გახსოვთ?

განა ის არ მსჭვალავს მთლიანად კაცის ცხოვრებას?

განა ის არ აცმევს ადამიანს მზის ნათელ სამოსს?

მსოფლიო პოეზიის დიდებულ ფონზეც კი გამოირჩევა ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსი, რომელიც თან ჰყვება სიყვარულზე, თან ხატავს და თანაც ამღერებს მას.

ამ ლექსს ჰქვია “სოფლისა წესი ასეა“, – წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g