LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულსა მალვა უნდა“ – ლეონარდო დიკაპრიო ექს-შეყვარებულთან, კამილა მორონესთან შეხვედრას გაურბის

154
page

სანტა-მონიკაში, Critics Choice Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბუნებრივია ღონისძიებას დაესწრო ლეონარდო დიკაპრიო. მანამდე მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ მისი და მისი ექს-შეყვარებულის, კამილა მორონეს შეხვედრა გარდაუვალი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ლეომ მას მაინც აარიდა თავი.

Critics Choice Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ღონისძიების შემდეგ, დიკაპრიოს ახალ შეყვარებულთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად რესტორანში გადაიღეს. 49 წლის ოსკაროსანი მსახიობი პაპარაცებს ემალებოდა, მას პირბადე ეკეთა, მანქანაში ჩაჯდომის დროს კი მეტი ანონიმურობისთვის კაპიუშონიც კი დაიფარა.

„კამილა მორონეს ემალება“„, სიყვარულს მალვა უნდა“, „პანდემია ლეოსთვის შეიქნა, ამდენი წელი პირბადე არ მოუხსნია“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს 2022 წელს დაშორდნენ, მას შემდეგ ლეო არაერთი მოდელთან გადაიღეს. მსახიობისა და მოდელის, 25 წლის ვიტორია ჩერეტის რომანი უკვე თვეებია გრძელდება.

„ბოლოს ლეო და ტობი ერთად რჩებიან“ – ლეონარდო დიკაპრიო, ვიტორია ჩერეტი და ტობი მაგუაირი სამოგზაუროდ გაემართნენ

ვიდეო: წვეულების მეფე! – 49 წლის ლეონარდო დიკაპრიომ დაბადების დღეზე გარეპა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები