კომპოზიტორი ნატო გელაშვილი, შვილებთან გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებთან ერთად „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა.
როგორც გადაცემიდან გაირკვა, ლუკა შეყვარებულია.
ძმის კითხვას, არის თუ არა შეყვარებული, ლუკამ უპასუხა, „მე მგონი, არა“, რაც სიცრუე აღმოჩნდა.
ლუკას პასუხი მოულოდნელობა აღმოჩნდა ნატო გელაშვილისთვის და შვილს კითხვით მიმართა, „შეყვარებული ხარ“?
რაზედაც ლუკამ უპასუხა, რომ „სიყვარულსა მალვა უნდა“.
ნატო გელაშვილმა და ჭოხოებმა სიმღერა „ღვინოს დავლევ სალხინოს“ შეასრულეს.