ქუთაისში, ბალახვნის დასახლებაში საგზაო ნიშნის დანიშნულებით სკამი დადგეს. “ქუთაისიპოსტის” ინფორმაციით, ამ ხერხს ადგილობრივებმა ამორტიზებული გზის მონაკვეთში ჩავარდნისგან დასაცავად მიმართეს.
“ავტომანქანები ვარდებოდნენ ორმოში. იმის გამო, რომ ნიშანიც არ იყო, რომელიც ადამიანს შეატყობინებდა ჩასავარდნის საშიშროებაზე, ამიტომაც ამ ხერხს მივმართეთ”, – განმარტავენ ბალახვნის დასახლებაში მცხოვრებლები.