LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდინავიის ავიახაზების მენეჯერი: მოუთმენლად ველოდები დავიწყო პირდაპირი ფრენა თბილისში

100

„დიდი მადლობა თბილისო”- ასეთი სათაურით ეხმაურება connect-aviation საკუთარ გვერდზე 20-22 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში გამართულ საიუბილეო, რიგით მე-15 საერთაშორისო საავიაციო ფორუმს, რომელსაც წელს თბილისმა პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სკანდინავიის ავიახაზების ქსელურმა მენეჯერმა გონსალო პერნასიმ თბილისში პირდაპირი ავიახაზების დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ,,თბილისი ულამაზესი ქალაქია. მოუთმენლად ველოდები დავიწყო ახალი, პირდაპირი ავიამიმართულება ამ გასაოცარ ქალაქში“, – განცხადა გონსალო პერნასიმ.

სტატიაში, სადაც ძირითადად სამდღიანი ფორუმის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი, ნათქვამია, რომ თბილისში გამართული #connect2018 წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო.

,,გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენს ქართველ მასპინძლებს და ყველა დელეგატს, რომლებმაც თბილისში გამართული Connect-ი წარმატებულად და ყველასათვის დასამახსოვრებლად აქციეს. რიგით მე-15 connect-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ღირებული, წამყვანი საავიაციო ფორუმია, სადაც შეიკრიბა 500-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პირები. სამდღიანმა შეხვედრებმა, კონფერენციებმა, საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლების ბრიფინგებმა ხელი შეუწყვეს ბიზნესშესაძლებლობებისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გასაოცარმა სტუმართმოყვარეობამ კი დამსწრეებს ის მდიდარი პოტენციალი დაანახა, რომლის შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია“, – ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g