LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, კრის ბრაუნი დააკავეს

127
download (1)

მანჩესტერში, კრის ბრაუნი დააკავეს. ბრიტანეთის პოლიციამ არტისტის წინააღმდეგ საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა.

პოლიციის განცხადებით, ბრალდება ეხება სავარაუდო თავდასხმას, რომელიც 2023 წლის 19 თებერვალს, ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. მომჩივანი მუსიკალური პროდიუსერი, ეიბ დიოა, რომლის ჩვენებით, 2 წლის წინ, ბრაუნი ფიზიკურად გაუსწორდა. დიო კომპენსაციის სახით, 16 მილიონ დოლარს ითხოვს.

გამოძიება დეტალებს არ ამხელს, თუმცა პოლიცია ადასტურებს, რომ მეტროპოლიტენ პოლისის თანამშრომლებს ინფორმაცია ბრაუნის ბრიტანეთში ყოფნის შესახებ დაზარალებულმა მიაწოდა და სასწრაფო რეაგირებაც მოითხოვა.

კრის ბრაუნის ადვოკატებს კომენტარი გახმაურებულ თემასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. როგორც ცნობილია, ის მანჩესტერში ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. სასამართლოს წინაშე შემსრულებელი, დღეს წარდგება.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტებისა და აგრესიული ქცევის გამო, ბრაუნი ციხეში არაერთხელ მოხვედრილა.

ცნობისთვის, ივნისიდან, კრის ბრაუნს სადებიუტო სტუდიური ალბომის – Chris Brown გამოსვლიდან საიუბილეო, მე-20 წლის აღსანიშნავი ტურნეს დაწყება აქვს დაგეგმილი.

ვიდეო: კრის ბრაუნმა სადებიუტო დისკის საიუბილეო ტურნე დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები