LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვა არაფერი შემეძლო, კლინიკიდან არ გამოვსულვარ“ – როგორი იყო მამუკა ჩარკვიანის უკანასკნელი დღეები

566
თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი გამოცემა „ზმნა“-სთან ინტერვიუში ძმის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე გულახდილად საუბრობს.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„ბოლოს კლინიკაში სეფსისით მოხვდა. კავკასიის მედიცინის ცენტრი თან გადაგვყვა. ბოლო ორ თვენახევარი გაატარა იქ. ორჯერ ავედით პალატაში. რეანიმაციის და ექიმების წყალობით გამოძვრა. სხვა არაფერი შემეძლო, კლინიკიდან არ გამოვსულვარ. ექიმებთან ერთად ყირაზე დავდექით მთელი ოჯახი. მაგრამ ანტიბიოტიკი ვეღარ აიტანა ორგანიზმმა და გული გაჩერდა.

„გარდაცვალების მეორე დღეს დედამ მკითხა, გამაგებინე, რატომ მიზის აქ ორი დღეა ჯანსუღიო“ – თაკო ჩარკვიანის ემოციური ინტერვიუ

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ექიმმა ჰკითხა, ბატონო მამუკა, როგორ ხართო? მამუკამ ჟანგბადის ნიღაბი მოიძრო და მე კარგად, შენო? გაეხუმრა კიდეც…“, – იხსენებს თაკო ჩარკვიანი.

იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g