LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვა ქყვეყნის პატიმრები საქართველოში სასჯელს მოიხდიან – თეა წულუკიანი

107
cms-image-000008192-e1524839900509

საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით დოკუმენტს ხელი ჰააგაში მოეწერა.

წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას აგრძელებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ჩვენ, ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები: თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში. სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ მემორანდუმით საქართველო ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში ჩადგა, რომელიც ალბათ, ზოგიერთის თვალში „წარუმატებლები“ არიან. ესენია: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია.

magti 5g