LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სხვადასხვა საარჩევნო უბანთან ილია კოკაიას სახელით გამართულია სუფრა”-რა ხდება ზესტაფონში

154

ზესტაფონში დამოუკიდებელი კანდიდატი ილია კოკაია ხმის მიცემის სანაცვლოდ ამომრჩევლებს ფულს აძლევს, ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებენ.

„ორგანიზაცია ზესტაფონიდან მიღებული ინფორამციის საფუძველზე, წარმოადგენს დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას ბარათს. აღნიშნულ ბარათზე აღნიშნულია რეგისტრირებული ამომრჩევლის ვინაობა, საარჩევნო უბნის ნომერი, დეპუტატობის კანდიდატის მიმართვა და შტრიხკოდი. არსებული ინფორმაციით, ამომრჩეველი ხმის მიცემის პროცესში, ახდენს ბიულეტენზე ფოტო ან/და ვიდეო გადაღებას, უბნის დატოვების შემდგომ აღნიშნული მტკიცებულებას აცნობს უბანთან, სხვადასხვა ავტომანქანაში ილია კოკაიას შტაბის წარმომადგენლებს, რომლებიც ტექნიკური საშუალებებით ახდენენ ხმის მიცემის ნამდვილობის დადასტურებას და მოქალაქეებს გადასცემენ გარკვეულ თანხებს. ამასთან, მიღებული ინფორმაციით, სხვადასხვა საარჩევნო უბანთან ილია კოკაიას სახელით გამართულია სუფრა (ალავერდის #21 საარჩევნო უბანთან). ქალაქში მასობრივად ხდება აღნიშნული დეპუტატობის კანდიდატის დასახელებული შტრიხკოდიანი ბარათების ავტომანქანების სალონებიდან ამოღება.“

fotozestafoni-cr-730x428

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g