LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda შვიდადგილიან ელექტრომობილს ამზადებს

110
Skoda შვიდადგილიან ელექტრომობილს ამზადებს

Skoda-მ ახალი ფლაგმანი შვიდ ადგილიანი კროსოვერი დააანონსა. მომავალ წელს ბრენდი წარადგენს 2022 წელს წარდგენილ კონცეპტ-ქარის Vision 7S სერიულ ვერსიას. ის გახდება „ელემენტიანი ხაზის“ ფლაგმანი შვიდ ადგილიანი სალონით და დაიკავებს ნიშას Elroq-ის, Enyaq-ისა და მომავალი Epiq-ის ზემოთ. წინასწარი ფასი უკვე გამოცხადებულია და ის Skoda-სთვის უჩვეულოდ მაღალია – 50 ათას დოლარზე მეტი.

სერიული Skoda Vision 7S Volkswagen Group-ის MEB პლატფორმაზე აიგება. გარეგნულად ის სამი წლის წინანდელი კონცეპტის იდენტური იქნება. სიახლის გამორჩეული ელემენტებია: ახალი წინა ნაწილი სახელწოდებით Tech-Deck Face, ბამპერები ვერტიკალური ჩანართებით, ასევე T-ფორმის ოპტიკა წინა და უკანა მხარეს.

Skoda-ს მიაჩნია, რომ მოდელი უნიკალური შეთავაზება გახდება და ბრენდის პოზიციას გააძლიერებს, რადგან ბაზარზე ძალიან ცოტა შვიდ ადგილიანი ელექტრომობილია. მისი ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე Enyaq-ის, რომელიც საბაზისო ვერსიაში დაახლოებით 50 ათასი დოლარი ღირს. შესაბამისად, ახალი ფლაგმანით Skoda უფრო მაღალი ფასის სეგმენტში შედის.

პრემიერა მომავალ წელს იგეგმება.

მანამდე, მიუნხენის ავტოსალონში Skoda-მ კიდევ ერთი კონცეპტი წარადგინა – Vision O, რომელიც ელექტრო Octavia-დ გადაიქცევა. უნივერსალი აღჭურვილია განიერი კარებით, 3D პრინტერზე დაბეჭდილი ბადისებრი საყრდენებითა და წინა მინის ქვეშ განთავსებული ვიწრო ეკრანით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები