საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ადასტურებს. ადმინისტრაციის გვერდზე საუბრის რამდენიმე დეტალიც არის მითითებული.
სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო და ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა.
სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
ფოტოზე: სალომე ზურაბიშვილი კახის სკოლაში