LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლების გახსნის მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია: ეკატერინე ტიკარაძე

94
ეკატერინე-ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო პასუხი, დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში.

„სკოლების გახსნის მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. სულ მცირე, 80% უნდა იყოს აცრილი, რომ ჩავთვალოთ, რომ სკოლა არის უსაფრთხო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი კახეთში იმყოფება, სადაც ის ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებთან, პედაგოგებსა და ბიზნესმენებთან ვაქცინაციის საკითხზე შეხვედრებს მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g