ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სტუდენტებს მოუწოდებს დაიცვან პირადი ჰიგიენა, დაწესებული რეგულაციები და თავი შეიკავონ შეიკავონ თავშეყრისგან.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, უნივერსიტეტების რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ჯანდაცვამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა,სკოლების პაკეტის მსგავსია და მთავარი განსხვავება სწორედ პირბადეების ტარების აუცილებლობაა.
უნივერსიტეტებში ყველასთვის არის ნიღბის ტარების მოთხოვნა. რეკომენდაციებშია ასევე, ფიზიკური დისტანცირების დაცვა, ხელის დეზინფექცია და რა თქმა უნდა, ის, რომ უნდა მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს უნივერსიტეტების სივრცეებში“ – ამბობს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, ახალი რეგულაციების თანახმად, სკოლის შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის, გარდა მოსწავლისა, პირბადის ტარება სავალდებულოა.
“მოსწავლეებმა თმა უნდა შეიკრან”- კიდევ რა წესების დაცვა მოუწევთ სკოლაში