LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსწავლეებმა თმა უნდა შეიკრან”- კიდევ რა წესების დაცვა მოუწევთ სკოლაში

507
სკოლა-e1597480305954

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

წესები სწავლის დაწყებისთვის – სამინისტროს რეკომენდაციები მშობლებს

მოსწავლეების ვალდებულებები:
–დაიცავით ჰიგიენის წესები;
–დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
–დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
–დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
–დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
–მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
–სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
–არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები