ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი 47 წლისაა, თუმცა 30 წლისას ჰგავს. ჟურნალ People-თან ინტერვიუში მან გაიხსენა, როგორ ეცვლებოდა წარმოდგენა მოდაზე, ასევე – მკითხველს სილამაზის საკუთარი საიდუმლო გაანდო.
„სკოლაში ზედა კლასები ჩემთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. ცუდად ვერკვეოდი მოდაში და მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებდი. 80-იან წლებში ღამის კოშმარს ვგავდი,“ – იხსენებს მსახიობი.
90-იან წლებში კი, როდესაც ენისტონი პოპულარული გახდა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა დაიწყო. მსახიობი დაინტერესდა მოდის ტენდენციებით, ამაზე კი ახლა ღიმილით საუბრობს :
„იმ პერიოდში მეცვა „mom-ჯინსი“, ფართო სვიტერები და ვატარებდი დიდბალთიან ქამრებს. გახსოვთ კოვბოური ჩექმა? მაშინ მეჩვენებოდა, რომ ძალიან კარგად გამოვიყურებოდი.“
ინტერვიუში მსახიობმა ისაუბრა, ასევე, საკუთარი ყოველდღიური მაკიაჟის შესახებ – დამატენიანებელი კრემი, კონსილერი თვალების ქვეშ, ცოტა ჩრდილები, ტუში წამწამებისთვის და ტუჩსაცხი, სწორედ ამ საშუალებებს იყენებს ჯენიფერი ყოველდღიურად. ენისტონის დამატენიანებელი კრემი Aveeno Daily Moisturizer 30 SPF-ია, სწორედ ამ საშუალებას ხმარობს უკვე არაერთი წელია.
მსახიობი მიიჩნევს, რომ სილამაზე „შიგნიდან“ მოდის, ამიტომ, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ კვებას, ძილს და ჯანმრთელობას.
A photo posted by Jennifer Aniston (@jenniferjaniston) on
