მარნეულის სოფელ ულაშლოში, ერთ-ერთი ოჯახის წევრების ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც სკოლის მოსწავლის ბაბუა ამბობს, ოჯახი დირექტორის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
მათი თქმით, მოზარდს ძლიერი ტკივილი აქვს გულ-მკერდის არეში.
როგორც ცნობილია, გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.
