LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის გარეპერიმეტრზე პატრულის განთავსება დიდ რესურსს წაიღებს – შს მინისტრი

74

“სკოლის გარეპერიმეტრზე პატრულის განთავსება, რა თქმა უნდა, წაიღებს დიდ რესურსს,” – ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ღონისძიება იქნება დროებითი, რადგან  ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის მანდატურების  სამსახურის ეფექტიანობის ზრდა.

“ეს არის ამოსავალი წერტილი. ამისთვის შექიმნა ეს სამუშაო ჯგუფი – უწყებათაშორისი კომისია. აქ მთავარი ამოცანა არის, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შსს-ს შორის ბმის გაწყვეტა. ამიტომ სასწრაფოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასწრაფოდ გაზრდის მანდატურების ეფექტიანობას. მანამდე, სანამ  ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და მაქსიმალურ შესაძლებელ რესრურსს მოახმარს იმას, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული.  აქვე მინდა, აღვნიშნო რომ სანამ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდებოდა, უკვე,  დაახლოებით, ორი კვირით ადრე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თბილისის რამდენიმე სკოლასთან პატრულირებდა დილის საათებში, მძიმე ტრაფიკის დარეგულირების გამო. ეს იყო მისი ძირითადი ამოცანა მაშინ. მოხდა შემდგომ, რაც მოხდა და ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს. ჩვენც გვესმის ის ხმა, როცა ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ არაა პოლიციის ადგილი სკოლაში, ჩვენც ამას ვეთანხმებით, პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა არის სამართალდამრღვევა,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

magti 5g