aljazeera-ს ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ვაჟთა საშუალო სკოლასთან აფეთქებებს, სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აფეთქებები აბდულ რაჰიმ შაჰიდის სკოლაში მოხდა, რომელშიც ქაბულის დასავლეთით მდებარეობს, სადაც შიიტები ცხოვრობენ.
ქაბულის საავადმყოფოდან BBC-ს წყარომ განუცხადა, რომ სკოლაში თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე, 19 დაშავებული შეიყვანეს.
დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.