SkyNews – ის ცნობით, ევროპული კოსმოსური სააგენტო, მერკურის სამ ახალ ფოტოს აქვეყნებს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-10_14-25-54_278095-1024x576.jpg)
ფოტოებზე ყინულის კრატერები და მზის სხივებით განათებული პლანეტის ზედაპირი მოჩანს. კადრები BepiColombo-ს მიერ არის გადაღებული.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-10_14-25-05_411952-1024x576.jpg)
კოსმოსურმა აპარატმა ასევე შეძლო დაეფიქსირებინა მერკურის ყველაზე დიდი კრატერი, რომლის სიგანეც 1496 კილომეტრს აღემატება.
მომავალში სპეციალისტები ყველა იმ მონაცემს გააანალიზებენ, რომელიც BepiColombo-მ მერკურისთან მიახლოებისას შეაგროვა. ზონდი ახლა მისიის მომდევნო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 2027 წელს დაიწყება და მიზნად პლანეტის დეტალურად შესწავლას ისახავს.
ვიდეო: ჰუმანოიდი რობოტი თავის რობოტ ძაღლს პარკში ასეირნებს – სად დაფიქსირდა სიურრეალისტური კადრები, რომელიც სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა
რობოტი ჩინეთში, შანხაის ერთ-ერთ პარკში შენიშნეს, როგორ მიუძღვებოდა საბელით ლითონის ძაღლს.