LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SkyUp-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდას ითხოვს

1103578

SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეების ზრდას გეგმავს. დაბალბიუჯეტიანმა უკრაინულმა ავიაკომპანიამ უკრაინის საავიაციო ხელისუფლებას უკვე მიმართა და საქართველოს, ესპანეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის მიმართულებით სიხშირეების ზრდა მოითხოვა.

უკრაინის საავიაციო ხელისუფლება SkyUp-ის მიმართვებზე 27 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.

Avianews -ის ინფორმაციით, SkyUp-ი ითხოვს, რომ უკვე დანიშნულ კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე ფრენების სიხშირე კვირაში 2-დან 3-მდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ,  SkyUp Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების განხორციელებას ამ თვის ბოლომდე დაიწყებს. რაც შეეხება კიევი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, ავიაკომპანია 2019 წლის 25 მაისიდან შეუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები