LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას: იგორ მატოვიჩი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

52
FORTUNA.GE- (2)

“სლოვაკეთის რესპუბლიკა გააგრძელებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მზადაა, განაგრძოს საქართველოსთვის კომპლექსური დახმარების აღმოჩენა ინტეგრაციული მისწრაფებების დაკმაყოფილების მიზნით” – ამ განცხადებით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

იგორ მატოვიჩი მისალოც წერილში იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები განვითარდება და გაძლიერდება:

“გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

მწამს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება გაგრძელდება ორივე ქვეყნის მოქალაქეთა სასიკეთოდ.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა გააგრძელებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მზადაა, განაგრძოს საქართველოსთვის კომპლექსური დახმარების აღმოჩენა ინტეგრაციული მისწრაფებების დაკმაყოფილების მიზნით.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნისას მრავალი წარმატება და ჯანმრთელობა გისურვოთ.” – აღნიშნულია მისალოც წერილში.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები