LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიაში, ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე, ქართული ღვინო წარადგინეს

107
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.

„Orange Wine Festival“ 2012 წელს დაარსდა და ის წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

წლევანდელ ფესტივალს 70-ზე მეტი მეღვინე დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, ხორვატია, ავსტრია, იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g