LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონებზე დამოკიდებული ბავშვები – 21-ე საუკუნის გამოწვევა და საფრთხეები (ვიდეო)

214

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-17 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით მეორე ადგილზეა. ექიმები კი 14 წლამდე ბავშვებში ამ დაავადებების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, მობილურების, კომპიუტერებისა და აიპადების გამოყენებას ასახელებენ.

ექიმები და ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ პატარა ასაკში სმარტფონებისა და გაჯეტების გამოყენება ბავშვის განვითარებას უშლის ხელს. ნერვული აშლილობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით ეკრანდამოკიდებულება იწვევს.

ექიმები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვები მაქსიმალურად დატვირთონ ფიზიკური აქტივობებით და აკონტროლონ დღის რეჟიმი.

mazda magti 5g