LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდეგ პირველ სუპერმარკეტს ხსნის

128

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ახალი „სმარტის“ ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა „ტრუჩილოს“ და „დანკინ დონატსის“ ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება.

კომპანიის ინფორმაციითვე, „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g