LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სმარტი“ მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს

141

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ სახალხო მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს და ერთგულ მომხმარებელთან ერთად ვაკის, საბურთალოსა და რუსთაველის ობიექტებზე განთავსებულ „მადლიან კალათებში“ სურსათ-სანოვაგეს შეაგროვებს მათთვის, ვისაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა არ აქვს და სოციალურად დაუცველია.

„სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი“ აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ერთგული მომხმარებლისთვის უამრავი უგემრიელესი შეთავაზება და მიმზიდველი აქცია გვაქვს, მაგრამ გვინდა უყურადღებოდ არც ის ადამიანები დავტოვოთ, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა უსახსრობის გამო აღდგომას სადღესასწაულო განწყობა სრულყოფილად შეიგრძნონ. ამიტომ, ერთგულ მომხმარებელთან ერთად „მადლიან კალათას“ საჭირო სურსათ-სანოვაგით ავავსებთ და მივცემთ მათ შესაძლებლობას ბრწყინვალე დღესასწაული სათანადოდ აღნიშნონ“,-  განაცხადეს „სმარტში“ .

ცნობისთვის, სახალხო მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, ნებელობითი სოციალური სოლიდარობის ტრადიციების ჩამოყალიბება, ქართულ საზოგადოებაში ევროპული სოლიდარული ღირებულებების დამკვიდრება, რათა საქართველოში ადამიანები უზრუნველყოფილნი იყვნენ საარსებო პირობებითა და საკვებით.

„სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველო“ კვლავ განაგრძობს აქციებს „დააპურე საქართველო“თბილისს, ბათუმსა და ქუთაისში და  მოუწოდებს მსხვილი და საუბნო მარკეტების მფლობელებს თავიანთ მაღაზიებში მოაწყონ „მადლიანი კუთხე“, თარო, მაგიდა ან მაცივარი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ დატოვონ  სურსათი იმათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g