LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების ოჯახის საქმე – მკვლელობასა და გაუპატირებაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

259
მალხაზ კობაური

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4 საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს.

პოპულარულები