LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სნუპ დოგი ანიმაციური ფილმის – ,,ლეკვების პატრული” პერსონაჟს გაახმოვანებს

130
photo-collage.png

სნუპ დოგი ანიმაციის – ,,ლეკვების პატრული’‘ მესამე ნაწილში, ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი გმირის ხმა იქნება რეპერი, რომელმაც მსგავსი ამპლუა აქამდე არაერთხელ მოირგო.

ამავე სახელწოდების საბავშვო მულტსერიალზე დაფუძნებული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის მორიგ ეპიზოდში, ასევე ისეთი ვარსკვლავების ხმებს გავიგებთ, როგორებიც: ჯენიფერ ჰადსონი, პერის ჰილტონი და სხვები არიან.

ცნობისთვის, Paw Patrol მაშველი ლეკვების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ ყველას. ტრიკველში მოქმედება დინოზავრებით სავსე ტროპიკულ კუნძულზე განვითარდება.

Paw Patrol: The Dino Movie დიდ ეკრანებზე, 2026 წლის 31 ივლისს გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები