LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც-ქსელებში განახლებული Honda Civic-ის ფოტოები ვრცელდება

39

ჟენევის ავტოშოუ კიდევ ერთი ავტომობილის პრეზენტაციას უმასპინძლებს. ამჯერად საქმე განახლებულ,  მეათე თაობის Honda Civic Hatcback-თან გვაქვს, რომლის ექსკლუზიურ ფოტოებსაც კომპანია მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე აქვეყნებს.

შვეიცარიაში იაპონელები მხოლოდ კონცეპტუალური სახით წარადგენენს სადებიუტო მოდელს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ სერიული მოდელი კონცეპტისგან დიდად განსხვავებული არ იქნება. განახლებული Civic-ის დიზაინი ჩვეულ, იაპონურ სტილში იქნება დამზადებული მსგავსად 2016 წლის მოდელებისა, თუმცა, განსხვავება მხოლოდ საბარგულის მხარე იქნება. ცვლილებები შეეხო მაშუქებსა და გამონაბოლქვი სისტემის დაბოლოებას.

 

 

ევროპულ ბაზარზე მეათე თაობის განახლებული ჰეჩბექი 2017 წლისთვის გამოჩნდება, აგრეთვე ავტომობილის რეალიზება ბრიტანეთის ბაზარზეც იგეგმება. ახალ ავტომობილში უახლესი თაობის, სამცილინდრიანი 1,0 ლიტრის მოცულობის ძრავი მოთავსდება, რომლის სიმძლავრეც 127 ცხენის ძალა იქნება, რომლის ამძრაობასაც 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს.

 

 

აქვე შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ჟენევის ავტოშოუზე იაპონური გიგანტი რამდენიმე მოდელის პრეზენტაციასაც გეგმავს, მათ შორის Honda NSX და Honda Jazz Keenlight, ამასთანავე, სადებიუტო ავტომობილებთან ერთად, ჟენევის ავტოშოუზე საპატიო ადგილს დაიკავებს პირველი წყალბადზე მომუშავე ავტომობილი, Honda Clarity Fuel Cell, რომლის დებიუტიც გასულ წელს, ტოკიოს ავტოშოუზე შედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები