აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ქართულ შვილობილ “სოკარ ენერჯი ჯორჯიაში” წილი გაზარდა.
კომპანიის ცნობით, აზერბაიჯანულმა SOCAR-მა პარტნიორებისგან კაპიტალის 16.34% შეიძინა (8.17%-8.17%), რაც 34 მილიონი დოლარი დაუჯდა. შედეგად, აზერბაიჯანული კომპანიის წილი 51%-დან 67.34%-მდე გაიზარდა.
საჯარო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ამ გარიგების შემდეგ, ქართულ კომპანიაში არაბთა გაერთიანებულ საემიროების კომპანიის Intersun Holding FZCO -ის წილი 16.33% -მდე შემცირდა, ამდენივეა EVENTUS GENERAL TRADING FZE-ის წილიც.