LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელებში სიმშვიდე გვაძლევს საფუძველს, რომ სტაბილურად გავაგრძელოთ საჭირო ცვლილებები: ტიკარაძე

114
ekaterine-tikaradze-w-h

“16 000 მოქალაქე გადის მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობით. ეს ყველაფერი ჯამურად ნიშნავს, რომ დღეს ჯანდაცვის სისტემა ემსახურება დახლოებით 30 000-მდე კოვიდინფიცირებულს და თქვენ ხედავთ, რომ სერვისის მიწოდება არის უწყვეტი. სოციალურ ქცელებშიც მეტ-ნაკლებად არის სიმშვიდე, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უფრო სტაბილურად გავაგრძელოთ ის ყველა საჭირო ცვლილება და გაუმჯობესება სისტემაში, რომელსაც ჩვენ გეგმიურად მივყვებით”, – საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინიტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა.

ეკატერინე ტიკარაძემ ინფიცირებულების სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რეანიმაციაში არის 446 თავისუფალი ადგილი:

„6 600 პაციენტი იმყოფება ამ ეტაპზე ჰოსპიტალში, 1 283 პაციენტი არის ჟანგბადზე, 414 იმყოფება რეანიმაციაში და ამ ეტაპზე გვაქვს 446 თავისუფალი ადგილი. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის ის, რომ დღეს დილის 9 საათის მონაცემებით, 112-ში დაფიქსირებულია 102 ზარი, საიდანაც კოვიდის ჩივილით დადასტურებული კოვიდი ან სუნთქვის გაძნელება დაფიქსირებულია 46 და 17 პაციენტში, მათი ლოკალიაზაცია ძირითადად არის თბილსიში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მათთან ბრიგადების გაგზავნა – ესაჭიროებათ თუ არა ჰოსოპიტალიზაცია და მოხდება მათი გაგზავნა სასტუმროებში თუ კლინიკებში”, – თქვა მინისტრმა.

ტიკარაძემ ასევე ისაუბრა ჟანგბადის კონცენტრატორებზე, რომლებიც მიიღო სახელმწიფომ:

“გუშინ რეალურად დასრულდა ერთ-ერთი მთავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის, უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ. რეგიონების მიხედვით, დარიგდება ყველა სასტუმროში და კლინიკაში, რაც დადებითად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”.

მისი თქმით, გაზრდილია მკურნალობა სასტუმრო სივრცეებზეც:

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი 3 900 მოქალაქე გადის მკურნალობას სასტუმროებში, ეს მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემისთვის. აღარ არის გარკვეული უთანხმოების საფუძველი, სასწრაფო ბრიგადებსა და პაციენტების ოჯახის წევრებს შორის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც განტვირთვას, ასევე პაციენტების მდგომარეობას”.

მინისტრის განმარტებითვე, თვის ბოლომდე “რემდისივირიც” იქნება ადგილზე და მოქალაქეებს ექნებათ ამ პრეოაპარატით მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა:

„აქაც არის მნიშვნელოვანი პროცედურები გასავლელი, რომელსაც ჩვენ ვერ დავარღვევთ და შესაბამისად, მივყვებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს, რის მიხედვითაც ხდება კონტრაქტების გაფორმება და შემდეგ ტრანსპორტირება”.

რაც შეეება პლაზმით მკურნალობას, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პლაზმის გამოყენების შესაძლებლობას არ ზღუდავენ, თუმცა ეს არის ექსპერიმენტული თერაპია და სანამ არ მოხდება დადასტურება, რომ პლაზმა არის ერთ-ერთი, ერთადერთი სამკურნალო ხერხი, რომელიც ეფექტიანად აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო იმპერატიულად ვერ მოახდენს ამაზე მსგავს რეაგირებას. მისივე განცხადებით, ექსპერიმენტის ფარგლებში, პაციენტების სამკურნალოდ რამდენიმე კლინიკა პლაზმურ თერაპიას მიმართავს.

პოპულალურები