ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მხარდაჭერა და აქტიურ შრომის ბაზარზე მათი გააქტიურებაა.
აღნიშნულის შესახებ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა, სადაც მას დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს:
„სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მხარდაჭერა და აქტიურ შრომის ბაზარზე მათი გააქტიურება, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განხორციელებისას გვაქვს უკვე წარმატებული მაგალითები.
თუმცა, არის გამოწვევებიც და ამდენად, ვაგრძელებთ მუშაობას. ყველანი ვთანხმდებით, რომ სოციალურად დაუცველი, შრომის უნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანი მექანიზმები ამ ოჯახების სიღარიბიდან ამოყვანის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
პოლიტიკასთან ამ პროექტს არანაირი კავშირი არ აქვს და მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების გააქტიურება და ეკონომიკაში მათი ჩართვა.
ადამიანი ამ სამი შეთავაზებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აირჩევს, 4 წლის განმავლობაში მის ოჯახს არ გადავამოწმებთ, ხოლო ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებებიდან ნებისმიერზე, მაშინ 2023 წლის 1 მარტიდან გვექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენ მათი სოციალური მდგომარეობა გადავამოწმოთ.“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში სამ საათზე მეტ ხანს უსმენდნენ.
ზურაბ აზარაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარტია „საქართველოსთვის“ და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ დაიბარეს.