სერიალის ,,დიდი პატარა ტყუილების” ვარსკვლავები გაერთიანდნენ, რათა გვაჩვენონ, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია. წლევანდელი ,,ოსკაროსანი” ლორა დერნი და რიზ უიზერსფუნი ბუნებაში სეირნობის დროს ფოტოების სერიას ავრცელებენ, სადაც ერთმანეთის მოშორებით დგანან.
ვარსკვლავური სელფი ლორა დერნმა და რიზ უიზერსფუნმა ისე გადაიღეს, რომ მათ შორის საგრძნობი დისტანცია ყოფილიყო. ამით მსახიობებმა COVID19-ის ეპიდემიის დროს, სოციალური დისტანციის შენარჩუნებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა შეგვახსენეს.

