LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 50 000 ლარი გამოიყოფა

79

”საქართველოს ბანკის” ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულ 5 პროექტს, მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობით, ”საქართველოს ბანკი” დააფინანსებს. გამარჯვებული პროექტებია:

• „კასპის შშმ პირთა კავშირი“ – მოწნული ხელნაკეთი ნივთების და ავეჯის საწარმო, სადაც შშმ პირთა დასაქმების ქსელი შეიქმნება – კასპი;
• სამოქალაქო ინიციატივა „ცოდნის კაფე“ – კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე და საცხობი – წნორი;
• კავშირი „რეა“ – ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმის საგამოფენო და სარეალიზაციო სივრცის (მაღაზია/სალონი) შექმნა – თბილისი;
• „შესაძლებლობების სივრცე“ – ინკლუზიური ეკო-ბანაკი – ლაგოდეხის ნაკრძალი;
• “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” – ადაპტირებული ჰოსტელი – ბათუმი;

ფონდის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსში ჯამში 154 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ პროექტების შეფასება-განხილვის შედეგად 23 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს 2 დღიანი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რის შედეგადაც ჟიურის წინაშე საბოლოო პრეზენტაციით წარსდგნენ, 23 ფინალისტიდან ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა.

მათივე ცნობით, გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ფონდი „სიცოცხლის ხე“ 2017 წლის იანვრის თვიდან დაიწყებს და პროექტების დასრულებამდე მონიტორინგს გაუწევს მათ. აღსანიშნავია, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურსის მიზანი, საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის და განვითარების ხელშეწყობაა, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე.

გრანტით დაფინანსებული სოციალური საწარმოების საქმიანობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g