სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე ASB-საქართველოს (”არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი”) ორგანიზებით გამართულ ფორუმზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე სოციალური სერვისების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებული საჭიროებები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
”საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის” საქართველოს ოფისის დირექტორის მათიას ვოლფაილის განცხადებით, საჭიროა სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, გასაკუთრებით ასაკოვანი ხალხისთვის.
”ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მოხუცი, რომელებიც შეიძლება, ცხოვრობენ მარტო და არავინ ჰყავთ, ვინც მათზე იზრუნებს. ხშირ შემთხვევაში ოჯახები ზრუნავენ მათზე, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ არსებობს ძალიან ბევრი მოხუცი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება. გვსურს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღონ მათ საუკეთესო სერვისი. მსოფლიოში არსებობს ბევრი მაგალითი. მათ შორის ჩვენ დისკუსიას გავმართვათ პოლონეთის მაგალითზე და ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან. დღეს ასევე გვყავს სპიკერი ლატვიიდან, რომელიც გაგვიზიარებს გამოცდილებას. ჩვენ გვურს, რომ საქართველოში სოციალური სერვისის მიღება მოხუცებისთვის გაუმჯობესდეს” – განაცხადა მათიას ვოლფაილმა.
სოციალური სერვისების თანამდეროვე მიდგომებზე თბილისში პირველი მასშტაბური ღონისძიება ტექნოპარკში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სოციალურ სერვისებზე მომუშავე ორგანიზაციები, სოციალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები; ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციები.
ფორუმის მუშაობაში ჩართული იყვნენენ: ”საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი” (ASB-საქართველო), საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ფონდი „აფხაზეთი“, სოციალური მომსახურების სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტი, ლატვიის სამარიტელთა ასოციაცია, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, შინმოვლის კოალიცია, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
გერმანული ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოში 1992 წლიდან საქმიანობს. 2010 წელს, კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით.