LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოციალური უსამართლობა რომ დავამთავროთ, ჩვენ მკვეთრად ლაგამი უნდა ამოვდოთ ბანკების ზემოგებას“ – მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სოციალური უსამართლობა უნდა დასრულდეს

168
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე

„ბანკების მოგებები შესამცირებელია. სულ მცირე, ათჯერ და ეს გააიაფებს კრედიტებს, აგვაცილებს თავიდან ამ ტრაგიკულ საბანკო დავალიანების გადაუხდელობას, რომელიც ადამიანებს ქუჩაში ტოვებს ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას სააკაშვილმა აღნიშნა, სოციალური უსამართლობა უნდა დავამთავროთ.

„სოციალური უსამართლობა რომ დავამთავროთ, ჩვენ მკვეთრად ლაგამი უნდა ამოვდოთ ბანკების ზემოგებას… ბანკების მოგებები შესამცირებელია, სულ მცირე, ათჯერ და ეს გააიაფებს კრედიტებს, აგვაცილებს თავიდან ამ ტრაგიკულ საბანკო დავალიანების გადაუხდელობას, რომელიც ადამიანებს ქუჩაში ტოვებს ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე, სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. მოწმის სახით იკითხება ყოფილი დეპუტატი, გივი თარგამაძე.

პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც, სხდომაზე იმყოფება ასევე ბრალდებული, თეიმურაზ ჯანაშია.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g