LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ აღაიანში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

77

ამ წუთებში ხანძარია  კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფორტუნას საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ცეცხლის ჩაქრობას 7 სახანძრო ბრიგადა ცდილობს, ადგილზე მობილიზებულია 40-მდე მაშველი. თუმცა,  ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ბალახებს უკიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები