შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე, სოფელ ბარჯაში კლდოვანი მასა ჩამოიშალა.
გზების დეპარტამენტის ცნობით, კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
🔵 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) ადგილზე…
Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on კვირა, 08 თებერვალი, 2026
სოფელ ბარჯაში კლდოვანი მასის ჩამოიშლის კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში. ვიდეოს ბექა ჯაჭვლიანი აქვეყნებს.
Posted by ბექა ჯაჭვლიანი on კვირა, 08 თებერვალი, 2026
