ჯვარში, სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 130 კვ.მ ფართობი.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.