LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ გამარჯვებაში ქერის მოსავლის დაბინავების პრობლემების გამო აქცია გაიმართა

77

დედოფლისწყაროში ქერის მოსავლის დაბინავების პრობლემების გამო, ფერმერთა ნაწილმა სოფელ გამარჯვებაში საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, სოფელში უმოქმედოდ დგას ორი კომბაინი, როცა ტექნიკის სიმცირის გამო, მოსავლის 50 პროცენტი კვლავ ასაღებია.

აქციის მონაწილე პაატა სეხსნიაშვილის განმარტებით, კომბაინების მუშაობის დილიდანვე დაწყების შემთხვევაში, ქერის აღება უკვე დაახლოებით 20 ჰექტარზე მოხერხდებოდა.

ადგილობრივი მოსახლეობა შპს ,,მექანიზატორს“ ფერმერთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტექნიკას მსხვილ ფერმერებს უგზავნიან, ხოლო ვისაც მცირე ფართობი აქვს, ყურადღებას არ აქცევენ. მათი შეფასებით, აღნიშნული მიზანმიმართული ქმედებაა.

შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სამსახურის დირექტორი კომბაინების სიმცირეს ადასტურებს. სოფელ გამარჯვებაში უმოქმედოდ მდგარ ორ კომბაინთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ტექნიკამ გუშინ გვიანამდე იმუშავა.

დედოფლისწყაროელი ფერმერები ამბობენ, რომ მოსავლის დაგვიანებით აღების გამო ზარალდებიან, ქერის მარცვალი სიმწიფისგან ნიადაგში იყრება. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g