სოფელ გომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.