LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ნიქოზთან ე.წ. მესაზღვრეებმა სასულიერო პირი გაიტაცეს

cxinvali

საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზთან, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი(დურგლიშვილი) დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის ე.წ. მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

სოფელ ნიქოზთან დაკავებულ სასულიერო პირთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე, ყველა ბერკეტს იყენებენ იმისთვის, რომ მამა დავით დურგლიშვილი უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს დროში გაათავისუფლონ.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის პერიმეტრზე სასულიერო პირი უკანონოდ დააკავეს. დაკავებული მღვდლის უმოკლეს ვადაში გათავისუფლების ღონისძიებებში დაუყოვნებლივ ჩაერთო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. დაკავების ფაქტიდან მალევე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ,,ცხელი ხაზი,” – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

magti 5g