ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ცნობით, “კამაზის” მარკის სატვირთო ხევში გადავარდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც სოფლის დეპუტატი, მამუკა ლურსმანაშვილი ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანქანა დატვირთულ ნაშალ მასალას ცლიდა.
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, რელიეფის სირთულის გამო, ხევში გადავარდნილ სატვირთომდე ჩასვლა სპეცტექნიკის გარეშე ვერ ხერხდება.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
