LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია ბზეკალავა: „აპრილი ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა… ახლა უნდა გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს ვდგავართ…“

594
sofia

სოფია ბზეკალავა „მთავარი არხის“ ეთერში საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება აპრილის თვე ზოგადად 2022 წლის განმავლობაში.

სოფია ბზეკალავა:

„ეს კვირა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, უფრო მეტად კულმინაციური შემდეგი კვირა გველოდება. ზოგადად, აპრილი ამ წლის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა…

მარსისა და სატურნის შეერთება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში სამყაროში ძალიან მნიშვნელოვან ენერგიას ააქტიურებს, დაახლოებით ისეთს, როგორიც მეფე არტურის გარეშემო ტრიალებდა, რაინდები მრგვალი მაგიდის გარშემო გაერთიანდნენ… მომდევნო კვირის განმავლობაში, ჩვენ ველოდებით იუპიტერისა და ნეპტუნის ეპოქალურ შეერთებას ველოდებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სამყაროში დაიწყება ადამიანების ძალიან დიდი კონსოლიდაცია და მკვეთრად გაიმიჯნება, რომელ მხარეს ვდგავართ ჩვენ. იქნება ძალიან დიდი ალიანსები. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეხება საქმე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი შემოტრიალების წერტილი იქნება. ჩვენ საკმარისად გავიზარდეთ იმისთვის, რომ ავირჩიოთ უკეთესი მომავალი. მჯერა, რომ ადამიანების უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში სწორად აზროვნებს. მიმდინარე და მომდევნო კვირა გვაჩვენებს, რომელ მხარეს ვდგავართ, აქ არის ორი უკიდურესი წერტილი – ან თქვენ დგახართ ადამიანობისა და მორალის მხარეს, რადგან იუპიტერი და ნეპტუნი ჰუმანიზმის მანიშნებელია, ან იქნებით სერიოზულად მართული მარიონეტი, რომელსაც აუცილებლად ჩაითრევს ომის ეგრეგორი. დამიჯერეთ, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ თქვენი შთამომავლობის პრობლემა. ამ ორ კვირაში უნდა გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს ვდგავართ. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი როგორ უნდა დარჩეს გულგრილი და გაამართლოს იმ მოვლენებს, რაც მიმდინარეობს.

magti 5g