LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე “ჩემი ბედნიერი ოჯახის“ რეჟისორები პრიზით დაჯილდოვდნენ!..

158

კინოფილმ „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ რეჟისორები, ცოლ-ქმარი, ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გრასი, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდნენ. ცერემონია 18 მარტს გაიმართა, ქართული ფილმი მთავარ საკონკურსო პროგრამაში გახლდათ წარდგენილი, სხვა 13 ფილმთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, შემდეგ კი ბერლინის კინოფესტივალზე. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მათ შორის დაიწერა ისიც, რომ ფილმი მომავალი წლის „ოსკარის“ კანდიდატი შეიძლება გახდეს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ქართული ნამუშევარია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლება კომპანია „ნეტფლიქსმა“ შეიძინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნახვა მსოფლიოს 130 ქვეყანაში შეეძლებათ. ამ დრომდე კი მას მაყურებელი საფრანგეთში, გერმანიასა და საქართველოში, კინოეკრანებზე იხილავს.

სოფიაში გამარჯვების შემდეგ ფილმი ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, „მომას“ ფილმის კვირეულის ფარგლებში. ამ კვირეულს გამოეხმაურა „ნიუ იორკ ტაიმსი“ და ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გრასი იმ 9 რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ნამუშევრებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g