LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიო კოლაძის ყოფილი ქმარი დააკავეს

249
sofo-kiladze-parl

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოში ადასტურებენ. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქმეზე სხდომა 4 ივნისს გაიმართა.

“პატიმრობა შეეფარდა ოჯახის წევრის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

ავთანდილ ხარაძის ადვოკატის განცხადებით, შემთხვევა 17 მაისს მოხდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შემაკავებელი ორდერი მაშინ დაარღვია, როდესაც ის კილაძის სახლში ბავშვის სანახავად მივიდა, სახლის დატოვება კი „კომენდანტის საათის“ მიზეზით ვერ შეძლო.

„ედავებიან შემაკავებელი ორდერის დარღვევას. სახლში მივიდა ბავშვის სანახავად, თვითონ მეუღლე არ დახვდა სახლში, შემდეგ მოვიდა და თხოვდა, რომ დაეტოვებინა სახლი. მან არ დატოვა სახლი, ვინაიდან „კომენდანტის საათი“ იყო დაწყებული და ამის გამო ამბობდა, არ წავალო. შემდეგ მოხდა პოლიციის გამოძახება. ბავშვის ნახვის უფლება ჰქონდა, ოღონდ ძიძას ჩაჰყავდა ხოლმე ბავშვი მასთან. ის შეთანხმების გარეშე მივიდა კილაძის სახლში. აღიარებს, რომ დაარღვია შემაკავებელი ორდერი. გასაჩივრებული მაქვს სააპელაციო სასამართლოში და ველოდები პასუხს. 17 მაისს მოხდა ფაქტი და დააკავეს 3 ივნისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. პოლიცია გამოიძახა და მერე თავისთავად წავიდა სახლიდან“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ სოფო კილაძეზე ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. ამის შესახებ თავად დეპუტატმაც ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g