ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა. 3 ბრიგადა, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის.
ამცრელმა ბრიგადამ იმუნიზაციის პროცესი სოფელ ტალავერიდან დაიწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა, სოფლის ამბულატორიაში, მოქალაქეებს Sinovac-ის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდათ.
ბრიგადები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები. მომავალი კვირიდან ამცრელი პუნქტები დაბა კაზრეთსა და სოფელ ქვეშშიც დაემატება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი.
